ყველაზე საძულველი

2

სიმხდალე დილითვე დამეძგერა და ახლაც ისე მაჯანჯღარებს, რომ გულ-მუცელი ერთმანეთში მეზილება. რიგი აქაც თუ იარსებებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ მეთხუთმეტე მაინც ვიქნები. ამ რაღაც, ერთჯერადად გადასატანი მომენტის შიში გონებას მაკარგვინებს. თან, ამაზე კი არ ვბრაზდები, პირიქით, საკუთარი თავის სიბრალულის კედლებშუა ვარ ჩაჭედილი და მაზოხისტურად მსიამოვნებს, რომ ცოდო ვარ. ეს ისე აღმაგზნებს, როგორც ხარს წითელი ფერი. ნეტავი ხარი მაინც ვიყო რააა, თანაც ესპანელი, მთელ ცხოვრებას ბრძოლაში გავატარებდი, კორიდა და რამე... ვაჟკაცურად ვიცოცხლებდი და მოვკვდებოდი. აბა, ესაა სიცოცხლე?
გვერდშიც რომ არავინ მყავს, ვინც ხელს დამიჭერს და თვალებში თანაგრძნობით ჩამხედავს? მამაკაცს ვგულისხმობ. ისე უთავმოყვარეოდ მეშინია, რომ იმასაც კი წამოვიყოლებდი და ვაყურებინებდი, როგორ მჩრიან რაღაც საძაგლობას ხახაში და მე რა საწყლად ვაღვარღვარებ ცრემლებს. ალბათ, ძააან შევეცოდებოდი და ამის გამო უფრო ძლიერადაც შევუყვარდებოდი, რა თქმა უნდა, საერთოდ რომ ვუყვარდე. არ მყავს შეყვარებული და მარტო მივეთრიე ზონდის გადასაყლაპად. მუცლის ღრუში რაღაც მტანჯავს, ექიმმა და დედაჩემმა: სხვანაირად არ გამოვაო... ჯანდაბა რააა. რა გადაუშვებს შლანგს? ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი შეგრძნება მექნება: საყლაპავ მილში გამეჭედება და ისე გამომიტენის, რომ ალბათ ნერწვის ადგილიც არ დარჩება. რა მოხდება, განიერი საყლაპავი აღმომაჩნდეს? ვაიმე, მეშინია რააა, მეშინია და მეზიზღება! რა ვქნა?
რა და, უნდა გავმაგრდე და "გავპირველდე", რიგშიც და საკუთარ თავშიც. დიდი რამე, წვრილი ზონდი ჩამისრიალონ მუცელში. დიდი ამბავი.. რა მოხდა რაა, უარესი არაფერი გადამიშვია? მაგრამ უარესი რა უნდა ყოფილიყო? გველი მე არ გადამიყლაპავს და... მოიცა, ჯერ გავიხსენებ რაები მეზიზღება, იქნება და... აი, მაგალითად, მეზიზღება ვირთხა! ამიტომ თავს დავდებ, რომ არ მიმირთმევია, არც დამიჭერია და შემიწვავს, ანდაც მომიხარშავს. მხოლოდ მიჩხუბია:
უფანჯრო, ბნელ სამზარეულოში ვიდექი და ყავის ფინჯანს ვავლებდი წყალს. სხვა კარიდან შევედი, შუქის ჩამრთველი კი მეორე კართან იყო და ანთება დამეზარა. გარეთ ზაფხული იყო, კარგ ხასიათზე ვიყავი და შლოპანციან ფეხს ჩემს ღიღინს ვაყოლებდი, რომ გასიებული ვირთხა სიბნელეში სულ შემთხვევით დამეჯახა. იმ წუთას ვერც კი მივხვდი რა იყო, მაგრამ ფეხებში რომ ამოძრავდა და ჩემს ყურამდე, საზიზღარი წრიპინიც მოვიდა, მივხვდი რა დღეც დამადგა.არ ვიცი საით ჰქონდა მარშრუტი, მაგრამ ჩემი შლოპანცში გაყრილი თითები თვალებში რომ აეფარა, ნამდვილად მადისაღმძვრელად მოეჩვენა (ალბათ სოსისს მიამგვანა, ნანახი კი ექნებოდა და გასინჯულიც). ჰოდა, ეცა! დავიღრიალე. სამკვდრო ბრძოლა გაიმართა ჩვენ შორის სრულ სიბნელეში, მოწინააღმდეგეს კიდევ კარგი ვერ ვხედავდი. ფეხებს ვიქნევდი და შლოპანცებს აქეთ-იქით ვისროდი. ვირთხას ერთი-ორი მოვადე კიდეც. ისიც ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდა. შიშისგან საკუთარ კანშივე ვხტუნაობდი და ტვინში ავარდნილმა სისხლის შხუილმა წამიერად ის ბგერები გამახსენა, ტალღამ რომ ჩამიხვია სარფში და წყლისქვეშა სიბნელეში, ტალღის და კენჭების შხუილმა ფაქტიური სიკვდილი რომ ჩამყვირა შიშისგან გაშეშებულ გონებაში. დღემდე მიკვირს ინსულტი რომ არ ავიკიდე, გინდ მაშინ და გინდ ვირთხასთან.
რა თქმა უნდა, გავიმარჯვე. ჩემი ოჯახის წევრები კი გვერდით ოთახში ისხდნენ და გულხელდაკრეფილნი ისმენდნენ ჩემს ყურითგაუგონარ და უმოწყალო გინებას, ღრიალს და ბრახა-ბრუხს... მე კი ამ დროს იმას ვებრძოდი, რისიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მეშინოდა. როგორც მერე გავარკვიე, სცოდნიათ, რომ ვირთხა ჩვენს ძველ სახლს შემოეჩვია და ჩუმ-ჩუმად უგმანავდნენ ხვრელს. ასე რომ, მშვენივრად მიმხვდარან რაშიც იქნებოდა საქმე, მაგრამ ჩხუბისადმი ჩემი დიდი მიდრეკილების იმედი ჰქონდათ და საკუთარი არტერიებიც ვერ გაიმეტეს შხამიანი სისხლის ცირკულაციისთვის. მე გავიმარჯვე, მაგრამ ვირთხაზე გამარჯვებამ მისი შიში კი არ დამაძლევინა, პირიქით ფობია ჩამომიყალიბა, სამუდამო ზიზღის გრძნობა ჩამინერგა გულში და ნერვებიც თავმოყვარეობასავით გამიშიშვლა. შენიშვნაზე დედაჩემმა მიპასუხა, ვირთხა რას დაგაკლებდა, შენ იმაზე შხამიანი ხარ, კიდევ კარგი თავს უშველა და გაიქცა, თორემ დასასაფლავებელი გამიხდებოდაო.
რა უცნაურია, ღიმილი და კარგი განწყობა იმან მომიტანა, ვინც ყველაზე ძალიან მეზიზღება: ვირთხამ! რა დროს კარგი განწყობაა, ვა! სასწრაფოდ თავი უნდა დავირწმუნო, რომ ზონდის გადაყლაპვა არც იმაზე აურესია ვიდრე... ვიდრე... ვიდრე რა? აუუფ, ჯინაზე ვერაფერს ვიხსენებ. თითქოს, ისეთი სათნო ანდაც საწყალი ვიყო, რომ ამქვეყნად ყველა და ყველაფერი მიყვარდეს... აუ, მეშინია რაა.
არა, ვერაფრით ვიხსენებ, რა მიჭამია ან დამილევია ისეთი რაც მეზიზღება! ვატყობ ეს უკვე მაინტრიგებს, ოღონდ თან ნერვებს მიწეწავს. ნახე რააა, მაინდამაინც ისინი მიტივტივებენ თავში, რაებიც ძალიან მიყვარს: ლუდი, მარწყვი, შოკმანჟე, ბადრიჯანი, ღომი, ხაჭაპური. რა უბედურებაა ეს? უზმოზე მოდიო!.. მშია. ლამისაა ამ საშინელი შენობიდან მოვკურცხლო, აქვე საცხობს მივვარდე შიზოფრენიკივით, ადამიანების რიგი მუჯლუგუნებით გავარღვიო და დავიკივლო: რამდენიმე ფენოვანი ხაჭაპური! "კ ჩორტუ" ზონდი! გავვარდე? ნერწყვი მახრჩობს. მიშველეთ ვინმემ, ადამიანები არა ხართ? დეეე, დამეხმარე რაა. უი, რა ვუთხრა მერე დედაჩემს? ვერ მოვითმინე, გავქუსლე და მუცელი ამოვიყორე-მეთქი? არაა, ასე არ შეიძლება! კურდღელი კი ვარ, მაგრამ თავმოყვარეობა?! ბარემ აქამდე მოვსულვარ, დავპირდი და ხომ არ დავაღალატებ? არადა, ყავა და სიგარეტი ისე მინდა, რომ ჭამას აღარ დავეძებ, მგონი სული მეპარება. ყავა, ყავა, ყავა... ერთი ამბავი მახსენდება, რა დროს ესააა, მაგრამ... 

კომენტარები

planaltosem comprare viagra

სექტემბერი 7, 2010 ავტორი rowepul (შეუმოწმებელი), 20 საათი 45 წუთი ago
Comment id: 36178

generic prednisone no

სექტემბერი 7, 2010 ავტორი prednisone (შეუმოწმებელი), 1 დღე 6 საათი ago
Comment id: 35720

generic prednisone no prescription buy prednisone online , cialis no prescription buy cialis online , generic cialis no prescription buy cialis online

usingc buy phentermine :-PPP

სექტემბერი 2, 2010 ავტორი Bjtqsqob (შეუმოწმებელი), 5 დღე 15 საათი ago
Comment id: 31304

rcolle xanax online 8] buy

სექტემბერი 2, 2010 ავტორი Icnzhewx (შეუმოწმებელი), 5 დღე 16 საათი ago
Comment id: 31211

ngaway order phentermine

სექტემბერი 2, 2010 ავტორი Wiaogptb (შეუმოწმებელი), 5 დღე 17 საათი ago
Comment id: 31125

Zoloft 100mg

სექტემბერი 2, 2010 ავტორი url (შეუმოწმებელი), 6 დღე 8 საათი ago
Comment id: 30473

programm viagra 150 mg

სექტემბერი 1, 2010 ავტორი wiwuroy (შეუმოწმებელი), 6 დღე 18 საათი ago
Comment id: 29998

programm viagra 150 mg forordningen viagra 25 combinazione viagra 100mg tablets bruden viagra 25 jedoch viagra 100mg price orangeat viagra 200mg grands comprar viagra

Zyban No Prescription

სექტემბერი 1, 2010 ავტორი Order Zyban (შეუმოწმებელი), 6 დღე 19 საათი ago
Comment id: 29946

(თემის გარეშე)

სექტემბერი 1, 2010 ავტორი Dkphlqzr (შეუმოწმებელი), 6 დღე 22 საათი ago
Comment id: 29783

onbutw

(თემის გარეშე)

სექტემბერი 1, 2010 ავტორი Nbzrdgbm (შეუმოწმებელი), 6 დღე 23 საათი ago
Comment id: 29710

beused

(თემის გარეშე)

სექტემბერი 1, 2010 ავტორი Bmtkhiom (შეუმოწმებელი), 1 კვირა 14 წუთი ago
Comment id: 29625

ogramt

ntsavi vardenafil 0422

სექტემბერი 1, 2010 ავტორი Ogyazoub (შეუმოწმებელი), 1 კვირა 2 საათი ago
Comment id: 29479

ghcoll valium uk czbvep

სექტემბერი 1, 2010 ავტორი Pwdppfmf (შეუმოწმებელი), 1 კვირა 3 საათი ago
Comment id: 29411

stosav tadalafil =-DDD buy

სექტემბერი 1, 2010 ავტორი Ygbxvuwj (შეუმოწმებელი), 1 კვირა 3 საათი ago
Comment id: 29349

Low Cost Zoloft From India

სექტემბერი 1, 2010 ავტორი url (შეუმოწმებელი), 1 კვირა 13 საათი ago
Comment id: 28982

moglichkeit viagra 100 mg

აგვისტო 31, 2010 ავტორი rorofum (შეუმოწმებელი), 1 კვირა 21 საათი ago
Comment id: 28649

epson ink cartridges 69

აგვისტო 31, 2010 ავტორი Effexor Withdrawal Relief (შეუმოწმებელი), 1 კვირა 1 დღე ago
Comment id: 28353

300 Mg Wellbutrin 100mg

აგვისტო 31, 2010 ავტორი url (შეუმოწმებელი), 1 კვირა 1 დღე ago
Comment id: 28176

buy tramadol + cod or cash on

აგვისტო 30, 2010 ავტორი Cheap Tramadol Without Presc (შეუმოწმებელი), 1 კვირა 1 დღე ago
Comment id: 27934

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.