რედაქტორისგან

ჩვენი დროის მდინარე

დღევანდელ ნომერში ორი ტექსტია ისეთი, რომელიც მდინარეს ეხება: ერთი უშუალოდ მდინარეზე მოგვითხრობს, მეორე წერილის მთავარმა გმირმა კი მდინარის სახელი აიღო ფსევდონიმად. პირველი ტექსტი გაბრიელ გარსია მარკესისაა: "ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს...", მეორეში თამარ კოტრიკაძე გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოეტ ქალზე, ქრისტინე ლავანტზე წერს.