ნორვეგიის საგარეო სამინისტროს დაფინანსებით, ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ატლანტიკური საბჭო გამოსაცემად ამზადებს წიგნს, სამუშაო სათაურით: "დაკარგული სივრცის ძიებაში: კულტურის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში". წიგნში გოგი გვახარიას, დათო ბუხრიკიძის, გაგა ნიჟარაძისა და შორენა ლორთქიფანიძის წერილებთან ერთად ზურაბ ქარუმიძის ეს ესეც შევა, რომელსაც დღეს გთავაზობთ.
"პატარა გოგო დამეკარგა, წითელპერანგა...
(სა-ქართ-ვე-ლო! სა-ქართ-ვე-ლო!)"
ი. ჩარკვიანი