მწერალი და გარემო

მართლაც რომ თბილია მიწა...

გასულ საუკუნეში ცხოვრობდა ერთი პოეტი ქალი - დიდი პოეტი - თავის ერთ გოჯ მშობლიურ მიწასთან სულითა და ხორცით ისე შეზრდილი, როგორც მცენარეა ფესვგადგმული თავის ნიადაგში. სამხრეთ ავსტრიაში, კარინტიის მიწაზე, გერმანულ, სლავურ და იტალიურ კულტურათა შესაყარზე, ალპიურ ქედებს შორის ლამაზი ხეობა მომყუდროებულა, სადაც ხეხილის ბაღების სიჭრელესა და საძოვრების სიმწვანეს აქა-იქ მურა ნახშირის საბადოები ენაცვლება. ხეობასაც და მასში ჩამომავალ მდინარეს ლავანტი ეწოდება.

ჩვენი ცხოვრების მდინარე

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) - საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში.