პროზა

"მარშუტკაში"

სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯექი. გატეხილ განწყობაზე ვიყავი. ირგვლივ ყველაფერი მიუწვდომლად შორეული მეჩვენებოდა. გავსწორდი, მინიდან გარეთ ყურება დავიწყე, უცნაურად ვგრძნობდი თავს. მე ვერაფერზე ვფიქრობდი, ტვინი, რაც უნდოდა იმას ფიქრობდა და რაც აწუხებდა, იმაზე აზროვნებდა, დამოუკიდებლად დაქროდა გაურკვეველ ადგილებში, უკაცრიელ მიწებს და დიდ თეთრ სათბურებს ხედავდა. არც მხედველობას, არც მგრძნობელობას აინუნშიც არ აგდებდა. მოკლედ, გონებას ვერ ვიმორჩილებდი.

ყველაზე საძულველი

სიმხდალე დილითვე დამეძგერა და ახლაც ისე მაჯანჯღარებს, რომ გულ-მუცელი ერთმანეთში მეზილება. რიგი აქაც თუ იარსებებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ მეთხუთმეტე მაინც ვიქნები. ამ რაღაც, ერთჯერადად გადასატანი მომენტის შიში გონებას მაკარგვინებს. თან, ამაზე კი არ ვბრაზდები, პირიქით, საკუთარი თავის სიბრალულის კედლებშუა ვარ ჩაჭედილი და მაზოხისტურად მსიამოვნებს, რომ ცოდო ვარ. ეს ისე აღმაგზნებს, როგორც ხარს წითელი ფერი.

99

1.
ისინი ქალაქის ერთ-ერთ პროვინციულ კლუბში გავიცანი. მათი სახელებიც კი მახსოვს, ნუცა, თაკო და ნატა. პირველად ამ უკანასკნელს გამოველაპარაკე. საოცარი წვივები ჰქონდა. დავინახე თუ არა, სხეულის ყოველი უჯრედით ერექციაში ჩავიძირე. ეს არ იყო არც გადამეტებული სიმთვრალის და არც ექსტაზის დამსახურება, რომელმაც იმ დღეს ბოლო მომიღო.