ჟან სტარობინსკის ერთი ძალზე საინტერესო წიგნი აქვს, "1789 წელი: გონების ემბლემები". სწორედ ეს წიგნი გამახსენდა, როცა ზურაბ ქარუმიძემ მეილზე თავისი წერილი გადმომიგზავნა. წიგნში საფრანგეთის რევოლუციის თანადროულ ხელოვნებაზეა საუბარი, ხედვაზე და ხედვის ცვლილებაზე, იმაზე, თუ რამდენად რევოლუციურად შეიცვალა სამყაროს აღქმა, სად დაუკავშირდა ერთმანეთს რევოლუცია და ესთეტიკა, იყო თუ არა ეს რევოლუცია წყალგამყოფი, სამანი, არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკური ისტორიის, არამედ სტილების ისტორიაშიც?